|
ჯარიმები
- პარკირების ადგილებზე ავტომანქანის დგომა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე;
- პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დგომის დადგენილი წესების (0 გრადუსიანი, 45 გრადუსიანი და 90 გრადუსიანი დგომა) დარღვევით ავტომანქანის პარკირება;
- ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების ნიშანი;
- პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული მოთხოვნების დარღვევა;
- პარკირების ადგილზე ავტომანქანის პარკირება მონიშვნის ხაზის დარღვევით მონიშვნის ხაზს გარეთ;
- შშმ პირთა ავტომანქანებისათვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე დგომა;
- პარკირების მიზნით ტროტუარის გამოყენება;
- საერთო პარკირების ადგილებზე სპეციალური პარკირების ადგილებისათვის დადგენილი ავტომანქანების დგომა და პირიქით;
- ტაქსად გამოყენებული ავტომანქანის პარკირება იმ ადგილებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტაქსების პარკირებისათვის;
- ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებზე პარკირება;
- მონიშნულ საველოსიპედო ბილიკებზე პარკირება;
- საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილ ადგილებზე პარკირება;
პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში შპს "პარკინსერვისი" უფლებამოსილია გამოწეროს საჯარიმო ქვითარი და ავტომანქანა გადაიყვანოს საჯარიმო სადგომზე!
|
|